სიახლეები უკან

ვიზიტი დუბროვნიკის უნივერსიტეტში

17 აპრილი 2023
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მეორე მოადგილე საგანმანათლებლო პროცესების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით - ასოცირებული პროფესორი გიორგი გაბედავა და ISO ხარისხის მენეჯერი ოთარ ცინცაძე სამუშაო ვიზიტით დუბროვნიკის უნივერსიტეტში (ხორვატია) იმყოფებიან. 2023 წლის 17 აპრილს ბნსუ-ს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს უნივერსიტეტის საერთაშოირსო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელთან. ვიზიტის ფარგლებში ბნსუ-ს წარმომადგენლები გაიზიარებენ უცხოურ გამოცდილებას და პროფესორი გიორგი გაბედავა ლექციებს ჩაუტარებს მასპინძელი უნივერსიტეტის სტუდენტებს. შეხვედრა ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.