ვიზიტი ევროკომისიის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდული პოლიტიკის დეპარტამენტში

მიმდინარე წლის 25 ნოემბერს ქ. ბრიუსელში (ბელგია) ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ბათუმის ნავიგაციის სასაწავლო უნივერსიტეტსა და თანამედროვე განათლებისა და კვლევების ინსტიტუტს (Modern Education & Research Institute) შორის.
ბათუმის ნავიგაციის სასაწავლო უნივერსიტეტს წარმოადგენდა ლოგისტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან გოლეთიანი.
დოკუმენტი ითვალისწინებს:
უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მონაწილეობას ტრენინგებში, მასტერ-კლასებში, კვალიფიკაციის ამაღლების კურსებში, ასევე, ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციების, საერთაშორისო საგრანტო პროექტების მომზადებას.
ბნსუ-ს წარმომადგენლები, ქეთევან გოლეთიანი და ბადრი გეჩბაია მემორანდუმის რატიფიცირების ფარგლებში ვიზიტით იმყოფებოდნენ ევროკომისიის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდული პოლიტიკის დეპარტამენტში.
ჩატარდა საჯარო ლექციები თემებზე:„ევროკომისიის საერთო კომპეტენციები განათლების სფეროში“ და „ევროკავშირის ინიციატივები და უმაღლესი განათლების პოლიტიკის პრიორიტეტები“.ლექციებს უძღვებოდა ევროკომიის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდული პოლიტიკის გენერალური დირექტორატის სტრატეგიის შემუშავებისა და ინვესტიციების შეფასების განყოფილების წარმომადგენელი რასელა კროვეტი.
შეხვედრაზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა ევროპული სტუდენტური ბარათის შექმნა და ევროკავშირში უმაღლესი განათლების დიპლომების ავტომატური აღიარება.

