სიახლეები უკან

ვიზიტი ფოთის საზღვაო ნავსადგურში

19 მაისი 2014

2014 წლის 15 მაისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ლოგისტიკისა და საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტების სტუდენტები, სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში ვიზიტით იმყოფებოდნენ კორპორაცია ,,ფოთის საზღვაო ნავსადგურში’’. მათ დაათვალიერეს ნაყარი ტვირთის ტერმინალი, ნავთობ-ტერმინალი, საბორნე ტერმინალი, საკონტეინერო ტერმინალი, აგრეთვე, გაეცვნენ განბაჟების ეკონომიკურ ზონას და მისი მუშაობის ძირითად პრინციპებს. ამგვარი ვიზიტები გაცნობა-შემეცნებით ხასიათს ატარებს და მათ დიდი როლი აკისრია მომავალი სპეციალისტების ჩამოყალიბებაში.