სიახლეები უკან

ვიზიტი თურქულ ხომალდზე

10 სექტემბერი 2019

 

 

 nmjki.jpg

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი და კანცლერი ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ თავისი კლასის გემებს შორის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდი და თანამედროვე გემს ,,TCG SANCAKTAR“ (თურქეთის რესპუბლიკა).

გემი ბათუმის პორტში იმყოფება თურქეთის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის საზღვაო აკადემიის სტუდენტთა საზღვაო სწავლების ფარგლებში, მასზე აკადემიის 262 სტუდენტი იმყოფება.

თურქული სამხედრო გემის საპორტო ვიზიტის მიზანია სტუდენტთა მიერ სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნის განმტკიცება, მეზობელი ქვეყნის -საქართველოს უკეთ გაცნობა და საზღვაო სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება.