ვიზიტი ვროცლავში და პროფესორების საერთაშორისო ლექციები

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში იმყოფებიან.
ბნსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ნათია მიქელთაძემ და საერთაშორისო უთიერთობების სამსახურის უფროსმა გიორგი გაბედავამ შეხვედრები გამართეს ვროცლავის ლოგისტიკისა და ტრანსპორტის უნივერსიტეტში, რექტორის მოადგილესთან, პროფესორ ზენონ ზამიართან, ლოგისტიკის ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ სტანისლავ შლუსარჩუკთან, დეკანის მოადგილესთან, პროფესორ ანდრე მიჰალუკთან.
შეხვედრა მიმდინარე წლის 12 დ 13 ნოემბერს, ქ. ვროცლავში (პოლონეთი) ERASMUS+ აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა.
ნაყოფიერად წარიმართა შეხვედრა უნივერსიტეტის საერთაშორისო პროექტების სამსახურის უფროსთან, ჰუბერტ ლუცკისთან, რომელმაც გააცნო ბნსუ-ს წარმომადგენლებს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და მათში მონაწილეობის პერსპექტივები.
ასევე ERASMUS+ აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში ვროცლავში ლოგისტიკისა და ტრანსპორტის საერთაშორისო უნივერსიტეტში (პოლოეთი) ჩატარდა პროფესორების გიორგი გაბედავასა და ნათია მიქელთაძის ლექციები თემებზე:
,,ტრანსპორტი და ლოგისტიკა საქართველოში - პრობლემები და პერსპექტივები“
,,გემის დროშა - ეროვნულობა, შერჩევის ფაქტორები და შედეგები“
,,ინტერპერსონალური კომუნიკაცია, კონფლიქტები და მათი მოგვარების გზები“
,,პლაგიატიზმი საგანმანათებლო და სამეცნიერო სფეროში“.
ამასთანავე, ბნსუ-ს წარმომადგენლებმა გამართეს ღია ლექცია მასპინძელი უნივერსიტეტის სტუდენტების, საერთაშირისო სტუდენტებისა და პერსონალისთვის, სადაც ისაუბრეს საქართველოსა და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტზე, გააცნეს დამსწრეთ უნივერსიტეტის პოტენციალი და შეთავაზებები.

