სიახლეები უკან

ვორქშოფები ბნსუ-ში

26 მარტი 2012

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ატარებს სამუშაო შეხვედრებს - ვორქშოფებს, რომელთა მიზანიცაა ლექციების შემოწმების სისტემის ეფექტურობის ამაღლება; კურიკულუმებისა და სილაბუსების შემოწმება; სილაბუსებში მითითებული ლიტერატურის ბნსუ ბიბლიოთეკის ფონდთან სრულ შესაბამისობის დადგენა; ტექნიკური აღჭურვილობის შესაბამისობის დადგენა სასწავლო პროცესების მოთხოვნებთან. 

მიმდინარეობს სისტემატიური კონსულტაციები და შეხვედრები ლექტორ-მასწავლებლებთან, პედაგოგთა მუშაობის ნაკლოვანებების გამოვლენა და აღმოფხვრა. 

ვორქშოფები 1 თვის მანძილზე გაგრძელდება.