სიახლეები უკან

ვორქშოფი „მდგრადი საზღვაო ეკონომიკის ინტეგრირება ქართულ ეკონომიკაში“

26 აპრილი 2022
2022 წლის 26 აპრილს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პერსონალი დაესწრო ვორქშოფს„მდგრადი საზღვაო ეკონომიკის ინტეგრირება ქართულ ეკონომიკაში“.   ღონისძიების მიზანი საზღვაო ეკონომიკის პოტენციალის ეროვნული ეკონმიკის მდგრადი განვითარების კუთხით წარმოჩენა იყო. ასევე, ამ პროცესშისახელმწიფო ორგანიაზციებთან ერთად კერძო სექტორის,სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიურ სფეროს როლის წარმოჩენა იყო.   შესაბამისად, ღონისძიება დაეთმო საზღვაო ტურიზმის, მეთევზეობა-აკვაკულტურის და საზღვაო ტრანსპორტირების სექტორებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე არსებული შესაძლებლობების შესახებ.   ვორქშოფი შავი ზღვის დახმარების მექანიზმის ეროვნული ჰაბის ორგანიზებით გაიმართა.