ვორქშოფში ,,პროფესიული განათლების მიმართულების პრაქტიკოსი მკვლევარი“
20 მაისი 2022
2022 წლის 19-20 მაისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების დეპარტამენტის პროფესიული განათლების მასწავლებლებმა: ია ვერულიძემ, ნინო დოლიძემ, ეკატერინე სირაბიძემ და დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ მზევინარ ძირკვაძემ მონაწილეობა მიიღეს ვორქშოფში ,,პროფესიული განათლების მიმართულების პრაქტიკოსი მკვლევარი“. ვორქშოფის მიზანი დაწესებულებებში კვლევის ჩასატარებლად და შედეგების ინტერპრეტირებისათვის საჭირო საბაზისო უნარ-ჩვევების დაუფლება იყო. პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულების წარმომადგენლებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით წვრთნები ჩაუტარა გერმანიიდან მოწვეულმა ტრენერმა - პროფ.დოქ. მარკუს ბიონერმა.
