ვროცლავის ლოგისტიკისა და ტრანსპორტის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზეიმო ონლაინ-ცერემონია 05.10.2020
5 ოქტომბერი 2020
2020 წლის 5 ოქტომბერს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ პოლონელი პარტნიორის - ვროცლავის ლოგისტიკისა და ტრანსპორტის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზეიმო ონლაინ-ცერემონიას, რომლიც ახალი სასწავლო წლის დაწყებას ეძღვნებოდა. ეს წელი ჩვენი პარტნიორისათვის საიუბილეოა - ვროცლავის ლოგისტიკისა და ტრანსპორტის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაარსებიდან მე-20 წლისთავს აღნიშნავს.
ძვირფასო კოლეგებო, სანდო და სასურველი პარტნიორი - ეს პირველი სიტყვებია, რომლებიც თქვენი შესანიშნავი უნივერსიტეტი ხსენებისას გვაგონდება. სანიმუშო პროფესიონალებო, საქმისა და დარგის ერთგულო ადამიანებო, გილოცავთ ახალი, საიუბილეო სასწავლო წლის დაწყებას! ჩვენი უნივერსიტეტები თანატოლები არიან. უკვე 20 წელია, როგორც ჩვენ, ისე თქვენ იბრძვით განათლების ხარისხისა და საგანმანათლებლო პირობების სრულყოფისათვის. გისურვებთ წინსვლასა და წარმატებებს ამ მძიმე, მაგრამ ძალზე ღირსეულ საქმეში! ჯანმრთელად და შემართებით გევლოთ ახალი მწვერვალებისკენ!
