სიახლეები უკან

WELCOME PARTY გრილ თაუნში

2 ნოემბერი 2023
"Welcome on board"- 2023 წლის 31 ოქტომბერს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პირველკურსელთათვის რესტორან „გრილ თაუნში“ გაიმართა WELCOME PARTY. ღონისძიებას დაესწრენ ბნსუ-ს კანცლერი, ლალი ხვედელიძე, კანცლერის მოადგილე, ელიტა ხვედელიძე, რექტორის პირველი და მეორე მოადგილეები, გელა გვარიშვილი და გიორგი გაბედავა, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ნათია მიქელთაძე, ასევე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ალექსი ახვლედიანი და ბნსუ-ს ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები. მათ სიტყვით გამოსვლის დროს სტუდენტებს წარმატებები უსურვეს. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა უნივერსიტეტის ბენდი "Till the and", რომლის პრეზენტაციაც გაიმართა ამავე ღონისძიებაზე. პირველკურსელთათვის გაიმართა სახალისო თამაშები, შეჯიბრებები, ასევე შესრულდა ქართული ტრადიციული ცეკვა. “Welcome party”-ს ორგანიზატორი იყო ბნსუ-ს კანცლერის აპარატი, სპორტისა და კულტურის ცენტრი და სტუდენტური თვითმმართველობა.