სიახლეები უკან

ზუგდიდის სკოლის მოსწავლეების ვიზიტი ბნუ-ში

3 მაისი 2026
2026 წლის 2 მაისს, ბნუ-მ ზუგდიდის N10 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

მოსწავლეები გაეცნენ უნივერსიტეტის უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, აკადემიური და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს; მიიღეს ინფორმაცია სტუდენტური ცხოვრებისა და არაფორმალური აქტივობების შესახებ.

ასევე, დაათვალიერეს არსებული ინფრასტრუქტურა და თავად გამოცადეს გემის მართვის ტექნოლოგიები.