‼ ანონსი
24 ნოემბერი 2020

გაცნობებთ, რომ საერთაშორისო საზღვაო ლექტორთა ასოციაცია (IMLA) 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით ატარებს ონლაინ ფორუმს „IMLA 40 YEARS: Maritime Education for a Sustainable Shipping“.

ფორუმი ჩატარდება 2020 წლის 8 დეკემბერს 20:00 – 22:00 (საქართველოს დროით).

ფორუმის მსვლელობისას მიმოიხილავენ ცვალებად სამყაროში ასოციაციის განვითარებას ბოლო 40 წლის განმავლობაში, შემოთავაზებული იქნება პერსპექტივები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გარდაიქმნას საზღვაო განათლება მდგრადი გადაზიდვების უზრუნველსაყოფად და რა როლის შესრულება შეუძლია IMLA -ს მომდევნო ათწლეულებში.

მეტი ინფორმაცია ფორუმის შესახებ იხილეთ ბმულზე:
http://www.imla.co/imla-40/

რეგისტრაციისთვის გამოიყენეთ ბმული:
https://www.wjx.top/jq/96896105.aspx