ბნუ-ში წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
2026 წლის 10 თებერვალს, ბნუ-ს ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება წიგნის კითხვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად.
შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ პოეტი, ბელა ქებურია და პოეტი, ბნუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული, ბაგრატ აკუჯბა.
სტუმრებმა ისაუბრეს წიგნისა და განათლების მნიშვნელობაზე თანამედროვე საზოგადოებაში, კითხვის როლზე ადამიანის სულიერი და პიროვნული განვითარების პროცესში, აგრეთვე ლიტერატურის გავლენაზე ღირებულებითი სისტემის ჩამოყალიბებაში.
ღონისძიების ფარგლებში მოწვეულმა ავტორებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი შემოქმედებიდან ლექსები წაუკითხეს, რამაც შეხვედრას შემოქმედებითი და ინტერაქტიული ხასიათი შესძინა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა წიგნის პოპულარიზაციასა და კითხვის კულტურის გაძლიერებას ახალგაზრდა თაობაში.
