ბიბლიოთეკის სიახლეები უკან

საინტერესო სტატიების გაცნობის საშუალება

24 იანვარი 2025

1914 წელს ტრანსანტარქტიკული ექსპედიცია, რომელსაც  ანგლო-ირლანდიელი  ერნესტ შეკლტონი ხელმძღვანელობდა, მიზნად ისახავდა ანტარქტიკული კონტინენტის გადაკვეთას.

ეს იყო ექსპედიცია სახელგანთქმულ „ენდიურანსზე“, რომელსაც  27- კაციანი ეკიპაჟი  მიჰყავდა ანტრაქტიდისკენ, თუმცა 1915 წლის იანვარში, ხომალდი  ზღვის ყინულებს შორის მოემწყვდა.

ექსპედიციამ თავის მიზანს ვერ მიაღწია, თუმცა ის ცნობილი გახდა, როგორც ეპიკური ამბავი გმირობასა და გამძლეობაზე.

უფრო მეტი „ენდიურანსის“ ისტორიაზე წაიკითხეთ ჟურნალ „ National Geographic -საქართველოს“ იანვრის ნომერში, რომელიც ბნსუ-ს ბიბლიოთეკაში დაგხვდებათ.