ანონსები, კონკურსები, გრანტები უკან

კოტორის VI საერთაშორისო საზღვაო კონფერენცია

12 მარტი 2026

გაცნობებთ, რომ 2026 წლის 26–28 ნოემბერს, მონტენეგროში, ქ. კოტორში გაიმართება კოტორის VI საერთაშორისო საზღვაო კონფერენცია – KIMC 2026. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია კონფერენციის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.kimc.ucg.ac.me

კონფერენციას ორგანიზებას უწევს და მასპინძლობს მონტენეგროს უნივერსიტეტის კოტორის საზღვაო ფაკულტეტი, თანაორგანიზატორებთან ერთად – ქალაქ კოტორის მუნიციპალიტეტი და კოტორის პორტი.

KIMC 2026 გააერთიანებს მეცნიერებს, მკვლევრებს, საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და პოლიტიკის შემმუშავებლებს, რათა იმსჯელონ საზღვაო მეცნიერებისა და პრაქტიკის თანამედროვე გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებზე. კონფერენციის თემატიკა მოიცავს:

  • ნავიგაციასა და საზღვაო საინჟინრო ტექნოლოგიებს
  • მდგრად საზღვაო ტრანსპორტსა და საზღვაო გარემოს დაცვას
  • პორტებისა და ლოგისტიკური სისტემების განვითარებას
  • საზღვაო უსაფრთხოებასა და უსაფრთხოების საკითხებს
  • თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციას საზღვაო ოპერაციებსა და განათლებაში.

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ თავიანთი ნაშრომები პირადად კონფერენციაზე, პოსტერის სესიის ფორმატში ან ონლაინ რეჟიმში.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა აბსტრაქტები უნდა ატვირთონ EasyChair პლატფორმის მეშვეობით შემდეგ ბმულზე: https://easychair.org/conferences/?conf=kimc2026

მიღებული აბსტრაქტები გამოქვეყნდება კონფერენციის აბსტრაქტების კრებულში, ხოლო სურვილის შემთხვევაში სრული ნაშრომების წარდგენა შესაძლებელი იქნება ჟურნალში Journal of Maritime Science (www.jms.ucg.ac.me).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ბნუ-საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: g.gabedava@bnu.edu.ge