Next Great IP Game Jam — თამაშების დეველოპერებისთვის
ძვირფასო სტუდენტებო!
გიზიარებთ საინტერესო ინიციატივას, რომელიც ორგანიზებულია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და Global Game Jam-ის (GGJ) მიერ.
Next Great IP Game Jam — ვირტუალური ღონისძიება გაიმართება 2025 წლის 9-27 ოქტომბერს და ღიაა 15-35 წლის ასაკის ახალგაზრდა თამაშების დეველოპერებისთვის. მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა შექმნან ფრენჩაიზის პოტენციალის მქონე თამაშები, სადაც ყურადღება გამახვილდება პერსონაჟებზე, ბრენდინგზე და მერჩენდაიზინგზე, ამასთან ისინი ისწავლიან, როგორ დაიცვან და განავითარონ საკუთარი ნამუშევრები ინტელექტუალური საკუთრების (IP) მეშვეობით.
სემინარების და პრაქტიკული სესიების ფარგლებში, მსოფლიო ექსპერტები გაუზიარებენ ცოდნას საავტორო უფლებების, სასაქონლო ნიშნების, პატენტების, დიზაინისა და სავაჭრო საიდუმლოების შესახებ — როგორ იქცეს იდეა მდგრად გლობალურ ფრენჩაიზად.
ინიციატივის მიზანია ახალგაზრდებში ინტელექტუალური საკუთრებისადმი ინტერესის გაღვივება და მათი უნარების გაძლიერება, რათა შეძლონ იდეების ადრეული ეტაპიდანვე დაცვა და მასშტაბირება.
საუკეთესო რეგიონული თამაშები გამოცხადდება 2025 წლის ნოემბერში. გამარჯვებულები მიიღებენ წვდომას ინდუსტრიის ლიდერების მენტორობაზე და ექსკლუზიურ შესაძლებლობებს თავიანთი ნამუშევრების წარმოსაჩენად და პროფესიული ქსელის გასაფართოებლად.
დამატებითი ინფორმაცია და რეგისტრაცია: https://globalgamejam.org/wipo
