სიახლეები უკან

საერთაშორისო სამეცნიერო ვებინარების ციკლი

2 აპრილი 2026

2026 წლის 24 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით, ბნუ-ს აკადემიური პერსონალი მონაწილეობდა ვებინარების ციკლში, რომელიც მიეძღვნა Scopus, ScienceDirect და SciVal პლატფორმების ეფექტიან გამოყენებას.

ვებინარები განკუთვნილი იყო მკვლევრებისთვის, აკადემიური პერსონალისთვისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს კვლევითი უნარების განვითარება, სამეცნიერო ლიტერატურის ეფექტიანი მოძიება და აკადემიური საქმიანობის ანალიზის გაუმჯობესება.

ვებინარების ციკლის ფარგლებში განხილულ იქნა შემდეგი თემები:

  • Navigating research landscapes with Scopus & ScienceDirect;
  • Literature search and review with Scopus & ScienceDirect – deep dive;
  • Selecting trustworthy journals: metrics, publishing models and ethics;
  • SciVal for researchers – navigating trends and topics;
  • SciVal for research management.

ვებინარების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ:

  • კვლევითი მონაცემების მოძიებისა და ანალიზის თანამედროვე მეთოდებს;
  • სანდო სამეცნიერო ჟურნალების შერჩევის კრიტერიუმებს;
  • აკადემიური საქმიანობის შეფასებისა და კვლევითი ტენდენციების ანალიზის თანამედროვე ინსტრუმენტებს.

აღნიშნული ვებინარების ციკლი მნიშვნელოვანი ნაბიჯია უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერებისა და საერთაშორისო სამეცნიერო სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით.