საგრანტო კონკურსი მაგისტრანტებისთვის
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და ჰელმჰოლცის კვლევითი ცენტრები — იულიხის კვლევითი ცენტრი (FZJ), დრეზდენ-როზენდორფის ცენტრი (HZDR) და მძიმე იონების კვლევის ცენტრი (GSI) — აცხადებენ ერთობლივ საგრანტო კონკურსს (GHZ) მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის.
კონკურსის მიზანია სტუდენტებს მიეცეთ შესაძლებლობა შეასრულონ თავიანთი სამაგისტრო ან სადოქტორო ნაშრომთან დაკავშირებული კვლევები გერმანიის ჰელმჰოლცის ცენტრების ბაზაზე, ფუნდამენტურ ან გამოყენებით მიმართულებებში.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.
კვლევები ხორციელდება შემდეგ სფეროებში:
- მათემატიკური მეცნიერებები
- საინფორმაციო ტექნოლოგიები
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
- საინჟინრო მეცნიერებები
- სიცოცხლის შემსწავლელი და სამედიცინო მეცნიერებები
დაფინანსება მოიცავს ყოველთვიურ სტიპენდიას:
- მაგისტრანტებისთვის — 934 ევროს ექვივალენტი ლარში
- დოქტორანტებისთვის — 1468 ევროს ექვივალენტი ლარში
(დაფინანსების 50% უზრუნველყოფს ფონდი, ხოლო 50% — ჰელმჰოლცის ცენტრები)
რეგისტრაციის ვადები:
ელექტრონული რეგისტრაცია – 2025 წლის 24 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე, 17:00 საათამდე
პლატფორმა: https://gmus.rustaveli.org.ge
საბუთების წარდგენა ფონდის კანცელარიაში – 21 ნოემბრამდე, 17:00 საათამდე
დეტალური პირობები და საჭირო ფორმები ხელმისაწვდომია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებგვერდზე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით კონკურსის კოორდინატორს: თუთა შენგელია – Shengelia@rustaveli.org.ge
