კონკურსები უკან

ანონსი ბნუ-ს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის

8 მაისი 2026

ზაიედის მდგრადი განვითარების პრემია“ (2027 წლის კონკურსი) - საქართველოს განათლების,მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო-ში მიღებული ინფორმაციის თანახმად,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან შემოვიდა ინფორმაცია არაბთა გაერთიანებულისაემიროების მიერ გამოცხადებული ზაიედის მდგრადი განვითარების პრემიის“ (Zayed Sustainability Prize) 2027 წლის კონკურსის შესახებ.

აღნიშნული საერთაშორისო პრემია მიზნად ისახავს იმ ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიცახორციელებენ ინოვაციურ და პრაქტიკულ პროექტებს  მდგრადი განვითარების მიმართულებით.

კონკურსი ფარავს შემდეგ სფეროებს: ჯანმრთელობა; საკვები და აგრარული მიმართულება; ენერგეტიკა; წყლის რესურსები; კლიმატის ცვლილება.

პრემია განკუთვნილია: სკოლებისთვის; უნივერსიტეტებისთვის; სხვა დაინტერესებული ინსტიტუციებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ინოვაციურინიციატივებს აღნიშნულ სფეროებში.

2027 წლის კონკურსში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა:

  • კლიმატისადმი მდგრადობას (Climate Resilience);
  • ინოვაციურ და მასშტაბურ გადაწყვეტილებებს;
  • პროექტებს, რომლებსაც უკვე აქვთ გაზომვადი სოციალური გავლენა;
  • ტექნოლოგიებისა და სოციალური ეფექტის გაერთიანებას.

დაფინანსება:

  • თითოეული კატეგორიის გამარჯვებული ორგანიზაცია მიიღებს 1 მილიონ აშშ დოლარს;
  • Global High Schools კატეგორიაში გაიცემა 150,000 აშშ დოლარი;
  • 2027 წლიდან ფინალისტებსაც ეძლევათ დაფინანსება — 100,000 აშშ დოლარამდე.

შეფასების ძირითადი კრიტერიუმებია:

  • Impact (რეალური გავლენა);
  • Innovation (ინოვაცია);
  • Inspiration (შთაგონება/ლიდერული ელემენტი).

განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადა: 2026 წლის 22 ივნისი; განაცხადების წარდგენა ხდება ინდივიდუალურად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ბნუ-საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს, ელ-ფოსტა: g.gabedava@bnu.edu.ge