AUAP-ის 38-ე ყოველწლიური კონფერენცია - 2026 წელი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო-ში მიღებულიინფორმაციის თანახმად, გამოცხადდა აზიისა და წყნარი ოკეანის უნივერსიტეტების ასოციაციის(AUAP) 38-ე ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც გაიმართება 2026 წლის 19–21 მაისს, ნეუმანისუნივერსიტეტში (ქ. კეცკემეტი, უნგრეთი).
კონფერენციის თემაა: „უმაღლესი განათლების ხელახალი წარმოდგენა ხელოვნური ინტელექტისეპოქაში: ინოვაცია, ინკლუზიურობა და გავლენა მდგრადი მომავლისთვის“
კონფერენციის მიზნებია:
- უმაღლეს განათლებაში ეთიკური ხელოვნური ინტელექტის შესახებ გლობალური დეკლარაციისშემუშავება;
- ინკლუზიური ციფრული ტრანსფორმაციისთვის თანამშრომლობითი ჩარჩოების შექმნა;
- მდგრადი და მშვიდობაზე ორიენტირებული განათლების პოლიტიკის რეკომენდაციებისშემუშავება;
- კვლევისა და ინოვაციების დიპლომატიის ქსელების გაძლიერება.
კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება:
- ეთიკური AI-ის გამოყენება უმაღლეს განათლებაში;
- ინკლუზიური ციფრული ტრანსფორმაციის მიდგომები;
- განათლების პოლიტიკა მდგრადი განვითარების კონტექსტში;
- კვლევისა და ინოვაციების საერთაშორისო თანამშრომლობა.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2026 წლის 30 აპრილი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ბნუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისსამსახურს. ელ-ფოსტა: g.gabedava@bnu.edu.ge
