ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები – “Youth of Excellence Scheme of China” 2026–2027 სასწავლო წელი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო-ს მიერმოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსაქართველოში-ს ნოტის საფუძველზე გამოცხადდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობისსტიპენდიების პროგრამა – “Youth of Excellence Scheme of China” 2026–2027 სასწავლო წლისთვის.
პროგრამა განკუთვნილია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ითვალისწინებს ინგლისურენოვანსამაგისტრო პროგრამებზე სწავლის სრულ დაფინანსებას ჩინეთში.
პროგრამის ძირითადი მახასიათებლები:
- სწავლის ხანგრძლივობა: ძირითადად 12 თვე;
- ზოგიერთი პროგრამა მოიცავს „1+1“ მოდელს (სწავლა ჩინეთში + პროფესიული საქმიანობაკანდიდატის სამშობლოში);
- სრული სტიპენდია, რომელიც ფარავს:
- სწავლის საფასურს;
- საცხოვრებელ და სწავლის პერიოდში დაკავშირებულ ხარჯებს.
განაცხადების წარდგენის ვადა: 2026 წლის 31 მარტი, 23:59 საათი (GMT+8)
განაცხადების მიღება ხდება ჩინეთის მთავრობის სტიპენდიების ელექტრონული სისტემის (Chinese Government Scholarship System) მეშვეობით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ბნუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისსამსახურს; ელ-ფოსტა: g.gabedava@bnu.edu.ge
