კონკურსები უკან

ჩინეთის სტიპენდიის პროგრამა – “Eurasian Countries International Student Scholarship”

23 მარტი 2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო-ში მიღებულიინფორმაციის თანახმად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ, ჰეილუნძიანის პროვინციასთან თანამშრომლობით, დააფუძნა პროგრამა „Eurasian Countries International Student Scholarship“.

პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისთვის შესაძლებლობას,ინდივიდუალურად წარადგინონ განაცხადი ჩინეთის ჰეილუნძიანის პროვინციის უმაღლესსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გასაგრძელებლად.

პროგრამა განხორციელდება 2026–2029 წლებში და ყოველწლიურად ითვალისწინებს სტიპენდიებისგამოყოფას:

  • 20 საბაკალავრო პროგრამაზე
  • 100 სამაგისტრო პროგრამაზე
  • 30 სადოქტორო პროგრამაზე 

სტიპენდია მოიცავს:

  • სწავლის საფასურის სრულ დაფინანსებას;
  • სამედიცინო დაზღვევას;
  • საცხოვრებლისა და საყოფაცხოვრებო ხარჯების დაფარვას.

პროგრამაში მონაწილე უნივერსიტეტებს შორის არიან: Harbin Institute of Technology, Harbin Engineering University, Heilongjiang University და სხვა წამყვანი უნივერსიტეტები. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ბნუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისსამსახურს. ელ-ფოსტა: g.gabedava@bnu.edu.ge