კონკურსები უკან

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის კონკურსი სტუდენტებისთვის - ვროცლავის ლოგისტიკისა და ტრანსპორტის საერთაშორისო უნივერსიტეტი

1 მაისი 2026

სტუდენტთა საყურადღებოდ!

ვროცლავის ლოგისტიკისა და ტრანსპორტის საერთაშორისო უნივერსიტეტი (პოლონეთი), ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის, აცხადებს2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ERASMUS+ ICM-ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად. 

ვროცლავის ლოგისტიკისა და ტრანსპორტის საერთაშორისო უნივერსიტეტი მიერ გამოცხადებული მობილობის დეტალები:

  • აკადემიური საფეხური - ბაკალავრიატი;
  • მობილობის ხანგრძლივობა - 1 სემესტრი;
  • პროგრამის დასახელება: “ლოგისტიკა“;
  • სწავლების ენა - ინგლისური;

კონკურსში მონაწილეობის მისაღებადბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებმაშემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე:

  • მოქმედი საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • EUROPASS CV;
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0; TOEFL- 78); არსებობის შემთხვევაში. აპლიკანტს, რომელსაც სურვილი ექნება მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ კონკურსში და არა აქვს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი მოეთხოვება ჩააბაროს ბნუ-ს ინგლისური ენის შიდა ინსტიტუციონალური გამოცდა;
  • ნიშნების ფურცელი;
  • 1 სამოტივაციო წერილი;
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (დეკანი/პროგრამის ხელმძღვანელი/ლექტორი);

კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2026 წლის 15 მაისის ჩათვლთ შემდეგ მისამართზე: erasmusplus@bnu.edu.ge  

კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ:

  • პირველი კურსის სტუდენტებს; მე-4 კურსის მე-2 სემესტრის სტუდენტებს;
  • მათ, ვისაც უკვე მიღებული აქვთ ERASMUS+ ICM გრანტი ანალოგიურ საფეხურზე.

არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადებირომლებიც:

  • არ აკმაყოფილებს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა დაბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურისდებულებითდადგენილ მოთხოვნებს;
  • წარმოდგენილი იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამოდ;
  • წარმოდგენილი იქნება დაგვიანებით ან ეტაპობრივად;

შერჩევის პროცედურა:

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
  • კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება ვროცლავის ლოგისტიკისა და ტრანსპორტის საერთაშორისო უნივერსიტეტის სააპლიკაციო პროცედურების შესახებ;
  • შერჩეული კანდიდატების მიერ აკადემიის სააპლიკაციო ფორმის შევსება 22 მაისამდე, 2026;
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმის შეფასება მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
  • სტუდენტების საბოლო შერჩევა ვროცლავის ლოგისტიკისა და ტრანსპორტის საერთაშორისოუნივერსიტეტის მიერ;

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურსს შემდეგ ელ-ფოსტაზე: international@bnu.edu.ge