კონკურსები უკან

SNU President Fellowship (SPF) 2026 წლის შემოდგომის სემესტრი

6 მარტი 2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო-ში შემოსულიინფორმაციის საფუძველზე გამოცხადდა სეულის ეროვნული უნივერსიტეტის (Seoul National University – SNU) მიერ 2026 წლის შემოდგომის სემესტრისთვის საგრანტო პროგრამა  „SNU President Fellowship (SPF)“.

აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს სეულის ეროვნული უნივერსიტეტის ერთ-ერთ ყველაზეპრესტიჟულ საგრანტო ინიციატივას და განკუთვნილია განვითარებადი ქვეყნების წამყვანიუნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებისა და სამეცნიერო-პედაგოგიური პერსონალისთვის,კერძოდ იმ თანამშრომლებისთვის, რომლებსაც არ აქვთ მოპოვებული დოქტორის ხარისხი დაგეგმავენ დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელებას.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსება მოიცავს:

  • სწავლის საფასურის სრულ დაფინანსებას 6 სემესტრის განმავლობაში;
  • ყოველთვიურ სტიპენდიას 1 500 000 – 2 000 000 კორეული ვონის ოდენობით (დაახლოებით 1000–1400 აშშ დოლარი) 3–4 წლის განმავლობაში;
  • ორმხრივი ავიაბილეთის (ეკონომ-კლასი) დაფინანსებას;
  • ჯანმრთელობის ეროვნული დაზღვევას;
  • ბავშვის მოვლის მხარდაჭერას ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით;
  • კორეული ენის კურსების საფასურის დაფინანსებას სემესტრის განმავლობაში.

საკონკურსო პირობებისა და უნივერსიტეტში ჩარიცხვის პროცედურების შესახებ დეტალურიინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე: https://en.snu.ac.kr/admission / https://oga.snu.ac.kr/](https://oga.snu.ac.kr/

 დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ბნუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისსამსახურს, ელ-ფოსტა: g.gabedava@bnu.edu.ge