SNU President Fellowship (SPF) Program – Spring 2027
ანონსი ბნუ-ს აკადემიური პერსონალისთვის
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო-ში მიღებულიინფორმაციის თანახმად, Seoul National University-მა გამოაცხადა SNU President Fellowship (SPF) Program – Spring 2027, რომელიც განკუთვნილია მოქმედი აკადემიური პერსონალისთვის დაითვალისწინებს სეულის ეროვნულ უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამებზე სწავლის სრულდაფინანსებას.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კანდიდატებს, რომლებიც:
- არ ფლობენ დოქტორის (Ph.D.) აკადემიურ ხარისხს;
- ფლობენ მინიმუმ მაგისტრის ხარისხს;
- დასაქმებულნი არიან უნივერსიტეტში აკადემიურ ან სასწავლო პოზიციაზე (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, მკვლევარი, ლექტორი, ინსტრუქტორი ანსხვა ეკვივალენტურ აკადემიურ პოზიციაზე);
- მიღებულნი იქნებიან SNU-ის 2027 წლის გაზაფხულის სადოქტორო პროგრამაზე.
სასტიპენდიო პროგრამა მოიცავს:
- სწავლის საფასურის სრულ დაფინანსებას მაქსიმუმ 6 სემესტრის განმავლობაში;
- ყოველთვიურ სტიპენდიას:
- 2,000,000 კორეული ვონი – 3 წლის განმავლობაში, ან
- 1,500,000 კორეული ვონი – 4 წლის განმავლობაში;
- ორმხრივი ავიაბილეთის დაფინანსებას;
- კორეული ენის სასწავლო კურსს;
- ჯანმრთელობის ეროვნულ დაზღვევას;
- ბავშვზე ზრუნვის ფინანსურ მხარდაჭერას (შესაბამის შემთხვევებში).
განაცხადების წარდგენის ვადები:
- SNU-ის ელექტრონულ სისტემაში: 2026 წლის 6 ივლისი (10:00) – 9 ივლისი (17:00) (KST);
- SPF პროგრამის დოკუმენტაციის წარდგენა: 2026 წლის 31 ივლისამდე SNU-ის საერთაშორისოურთიერთობების ოფისში.
დეტალური ინფორმაცია:
- SNU Admission: https://en.snu.ac.kr/admission
- SNU Office of Global Affairs: https://oga.snu.ac.kr
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ბნუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისსამსახურს. ელ-ფოსტა: g.gabedava@bnu.edu.ge
