სიახლეები უკან

აზიის საზღვაო და მეთევზეობის უნივერსიტეტების 22-ე საერთაშორისო ფორუმს (AMFUF)

17 ნოემბერი 2024

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტმა (ბნსუ) 2024 წლის 13-15 ნოემბერს უმასპინძლა აზიის საზღვაო და მეთევზეობის უნივერსიტეტების 22-ე საერთაშორისო ფორუმს (AMFUF), რომელიც საქართველოში პირველად გაიმართა.

ფორუმის თემა იყო "მომავლის ნავიგაცია: მდგრადი მეთევზეობა, საზღვაო განათლება და წვრთნა გემების ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში". ეს მნიშვნელოვანი პლატფორმა აერთიანებს აზიის წამყვან საზღვაო საგანმანათლებლო და კვლევით ინსტიტუტებს.

გახსნის ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი. ფორუმში მონაწილეობდნენ წარმომადგენლები კორეის, ჩინეთის, ინდონეზიის, მალაიზიის, ფილიპინების და სხვა წამყვანი საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.

AMFUF-ის მიზანია საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის, გაცვლითი პროგრამებისა და ერთობლივი მულტიდისციპლინური კვლევების ხელშეწყობა საზღვაო განათლებისა და მართვის სფეროებში.

ფორუმზე განხილული ძირითადი მიმართულებები იყო:

  • MET ინსტრუქტორების მომზადების კურსის დიზაინი და საერთაშორისო ნაოსნობის წვრთნის პროგრამების ანალიზი
  • მდგრადი განვითარება და მწვანე ტექნოლოგიები საზღვაო ინდუსტრიაში
  • კულტურათაშორისი კომუნიკაცია და თანამედროვე ტექნოლოგიები

ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზღვაო განათლების, მდგრადი განვითარებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების ინტეგრაციას თანამედროვე საზღვაო ინდუსტრიაში.