ბნსუ პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეულზე „VET Connect 2.0“
2025 წლის 19-21 მაისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლებისდეპარტამენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ პროფესიული განათლების საერთაშორისოკვირეულში "VET Connect 2.0: International Week of Vocational Partnerships", რომელიც პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ იყო ორგანიზებული.
პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ოფიციალური გახსნის შემდეგ, მონაწილე ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ, დამსწრე საზოგადოებას თემატური პრეზენტაციებიწარუდგინა. პრეზენტაციები ეფუძნებოდა ქვეყნების გამოცდილებას და ასახავდა პროფესიულიგანათლების განვითარების მნიშვნელოვან მიმართულებებს, მათ შორის პროფესიული განათლებისინტერნაციონალიზაციას, ინოვაციებს, საერთაშორისო თანამშრომლობას და თანამედროვეტექნოლოგიების ინტეგრაციას სასწავლო პროცესში.
კვირეულის პროგრამა ასევე მოიცავდა პანელურ დისკუსიებს, სადაც განხილული იყო პროფესიულიგანათლებისა და სტარტაპების ურთიერთკავშირი, ტექნოლოგიური ინოვაციების როლი დაინოვაციური მეთოდების გამოყენება სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით.
კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ინტერაქციული ფორმატის სესიები – მონაწილე ქვეყნებისწარმომადგენლებმა გამოფენის ფორმატში წარმოადგინეს თავიანთი კოლეჯების საინფორმაციომასალები და პროექტები. გამოფენის მიმდინარეობისას სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათგაცნობოდნენ სხვადასხვა ქვეყნის პროფესიულ საგანმანათლებლო სივრცეს. ბნსუ-სწარმომადგენლებმა გააკეთეს ვრცელი პრეზენტაცია ბნსუ-ს პროფესიული პროგრამების შესახებ დამონაწილეებს წარუდგინეს უნივერსიტეტის საინფორმაციო-საპრომოუშენო მასალები. პრეზენტაციამგანსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო და დაინტერესება გამოიწვია უცხოელი კოლეგების მხრიდან.
ღონისძიებამ ქართველ და უცხოელ მონაწილეებს საშუალება მისცა გაეზიარებინათ გამოცდილება, გაეცვალათ იდეები და განეხილათ საერთო გამოწვევები, რამაც გამოფენა პროფესიული კავშირებისდამყარების ეფექტურ პლატფორმად აქცია. მან ხელი შეუწყო კოლეჯების ერთმანეთთან სამომავლოთანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვას.
ღონისძიებში ჩართულობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ბნსუ-ს მიერ პროფესიული განათლებისინტერნაციონალიზაციისადმი ღია მიდგომას და მზაობას საერთაშორისო თანამშრომლობისგაღრმავებისთვის.
