სიახლეები უკან

ბნუ „მეცნიერების რეგიონულ ფესტივალზე – 2026“

17 სექტემბერი 2026

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო „მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში – 2026“, რომელსაც 2026 წლის 16 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმაუმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობისსამინისტროს ინიციატივითა და დაფინანსებით გაიმართა.

ფესტივალის მიზანი იყო მეცნიერების პოპულარიზაცია, საქართველოს რეგიონებში არსებულისამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა, ახალგაზრდა მკვლევრების, სტუდენტებისა და მოსწავლეებისჩართულობის გაძლიერება, აგრეთვე მეცნიერების ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობისუზრუნველყოფა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბნუ-ს პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციისწარმომადგენლები და სტუდენტები. ფესტივალის საგამოფენო სივრცეში უნივერსიტეტმაწარმოადგინა აკადემიური პერსონალის სამეცნიერო ნაშრომები და გამოცემები, ბნუ-ს ორგანიზებითჩატარებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების კრებულები, სტუდენტთა კვლევითინამუშევრები და უნივერსიტეტის სამეცნიერო საქმიანობის ამსახველი სხვა მასალები.

ფესტივალმა ბნუ-ს წარმომადგენლებს შესაძლებლობა მისცა, ფართო საზოგადოებისთვის გაეცნოთუნივერსიტეტის სამეცნიერო მიღწევები, მიმდინარე კვლევითი საქმიანობა და საზღვაოგანათლებისა და მეცნიერების განვითარების მიმართულებით განხორციელებული ინიციატივები. ღონისძიებამ ასევე ხელი შეუწყო უნივერსიტეტებს, მეცნიერებს, მკვლევრებსა და ახალგაზრდებსშორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.