ბნუ-ს რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია
2026 წლის 12 მაისს ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტს სამუშაო და საგანმანათლებლო ვიზიტითეწვია რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის დელეგაცია, რომელიც შედგებოდა უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტებისგან. ვიზიტი განხორციელდა სტუდენტებისა და პერსონალისსაერთაშორისო Study Visit-ის ფარგლებში.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, სტუდენტებისთვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ინოვაციური და ტექნოლოგიურიპროექტების გაცნობა, ასევე ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა საერთაშორისოსაგანმანათლებლო და კვლევით ინიციატივებში.
შეხვედრის ფარგლებში სტუმრებს წარედგინათ ბნუ-ს საგანმანათლებლო პროგრამები, საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებები, სტუდენტური შესაძლებლობები დაუნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა. დელეგაციის წევრებმა ასევე გააცნეს საკუთარი უნივერსიტეტისმიერ განხორციელებული STEAM მიმართულების პროექტები და სტუდენტური ინიციატივები.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს ბნუ-ს სასწავლო და მატერიალურ-ტექნიკურიინფრასტრუქტურა, მათ შორის სასწავლო აუდიტორიები, სიმულატორები და სტუდენტური სივრცეები. შეხვედრას ბნუ-ს მხრიდან ესწრებოდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუდენტთათვითმმართველობისა და პროფესიულ სტუდენტთა თვითმმართველობის წევრები, რომლებმაცსტუმრებს გაუზიარეს ინფორმაცია სტუდენტური ცხოვრების, ახალგაზრდული აქტივობებისა დასაერთაშორისო შესაძლებლობების შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდების ჩართულობას საერთაშორისო პროექტებში, მათ შორის საგანმანათლებლო პროგრამებსა და ტექნოლოგიურ კონკურსებში. მხარეებმაგამოხატეს მზადყოფნა სამომავლოდ ერთობლივი სტუდენტური გუნდებისა და საერთაშორისოპროექტების განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ვიზიტიმეგობრულ და ინტერაქტიულ გარემოში წარიმართა.
