ბნუ-ს წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული დღის ღონისძიებაში
2026 წლის 15 მაისს საქართველოს ეროვნული დღის ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა ეროვნულიდღის ღონისძიება თემაზე — „საქართველოს როლის შავი ზღვის დაბინძურების პრევენციაში“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბნუ-ს რექტორის მოადგილე აკადემიური მიმართულებით, ასოცირებულიპროფესორი ელიდა ხვედელიძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი გაბედავა.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა შავი ზღვის რეგიონში საზღვაო დაბინძურების პრევენციისმიმართულებით მიმდინარე პოლიტიკა, საერთაშორისო ინიციატივები, სახელმწიფოს როლი გარემოსდაცვის პროცესში და ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობა საზღვაო სექტორში.
ღონისძიება ასევე მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო საზღვაო, სამთავრობო, კერძო და აკადემიურისექტორის წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიულინეთვორქინგისთვის.
ბნუ აგრძელებს საერთაშორისო და ეროვნული მნიშვნელობის ღონისძიებებში აქტიურ ჩართულობას, რაც ხელს უწყობს უნივერსიტეტის აკადემიური და პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასსაზღვაო და გარემოსდაცვით სფეროებში.
