ბნუ-ს წარმომადგენლები STEAM SEA 2025-ის გახსნის ღონისძიებაზე
ტექნოლოგიური კვირეულის — STEAM SEA 2025 — გახსნის ღონისძიება! ღონისძიება აერთიანებს 60-მდე მონაწილეს, რომლებიც საზღვაო ინოვაციებისა და ინჟინერიის სფეროში ახალ იდეებსა დატექნოლოგიურ შესაძლებლობებს წარადგენენ.
ღონისძიების გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტისრექტორის მოადგილემ აკადემიური მიმართულებით ელიდა ხვედელიძემ და საერთაშორისოურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გაბედავამ.
ღონისძიება დაიწყო პანელური დისკუსიით თემაზე: „საზღვაო ინოვაციები და ინჟინერია“,სადაც მონაწილეობა მიიღეს მოქმედმა კაპიტნებმა, ლურჯი ეკონომიკის ექსპერტებმა და საზღვაობიზნესის წარმომადგენლებმა.
STEAM SEA 2025 მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ინჟინერიის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიებისპოპულარიზაციას, მათთვის ინოვაციური იდეების წახალისებასა და პრაქტიკული გამოცდილებისმიღების შესაძლებლობის შექმნას დინამიკურ და ტექნოლოგიურად განვითარებულ გარემოში.
