ბნუ SDG’s Youth Batumi 2025 ფორუმში: ახალგაზრდების როლი მდგრად განვითარებაში
2025 წლის 3–4 დეკემბერს, ბნუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა მონაწილეობა მიიღო ფორუმში SDG’s Youth Batumi 2025 — სტუდენტების მიერ ორგანიზებულ ინიციატივაში, რომელიც მიზნად ისახავდა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციას.
ფორუმის ფარგლებში ბნუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა ბნუ-სა და რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებისათვის ორი საჯარო ლექცია წაიკითხა:
- როგორ უწყობენ ხელს საერთაშორისო გადაზიდვები და საზღვაო სფერო სტაბილური განვითარების მიღწევას?
- ტრანსფერული უნარების მნიშვნელობა სამომავლო საზღვაო კომპეტენციებისთვის: ინტერნაციონალიზაცია, როგორც კომპეტენციის განვითარებაზე ორიენტირებული მხარდაჭერა
ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა ახალგაზრდა თაობის მაღალი მოტივაცია და ხედვა — მათი მზადყოფნა, იყვნენ ცვლილებების ინიციატორები და აქტიური მონაწილეები მდგრადი საზღვაო განვითარების პროცესში.
