BSM Smart Academy-ის პარტნიორი უნივერსიტეტების პირველი საერთაშორისო შეხვედრა
2024 წლის 4 დეკემბერს Bernhard Schulte Shipmanagement-ის (BSM) საგანმანათლებლო პროგრამის - BSM Smart Academy-ის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენელთა პირველი ონლაინშეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ბათუმის ნავიგაციის სასწავლოუნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი გაბედავამ.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო პროგრამის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებისგაცნობა და პროგრამის განვითარებასთან დაკავშირებული საერთო მოლოდინების განსაზღვრა.თითოეულ უნივერსიტეტს შესაძლებლობა ჰქონდა წარმოედგინა მინიმუმ სამი მოლოდინი BSM Smart Academy-სთან თანამშრომლობის კუთხით.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები საქართველოდან,ომანიდან, საუდის არაბეთიდან, თურქეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან და ვიეტნამიდან.
BSM Smart Academy წარმოადგენს ინოვაციურ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიცსაშუალებას მისცემს შერჩეულ სტუდენტებს სწავლის პირველი წლიდანვე გაიარონ BSM-ისსპეციფიკური ტრენინგები და მოემზადონ კომპანიაში წარმატებული კარიერისთვის.
