სიახლეები უკან

DUGEOR პროექტის მე-6 საკოორდინაციო შეხვედრა

13 თებერვალი 2025

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურისხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი გაბედავა 2025 წლის 10 თებერვალს დაესწრო DUGEOR პროექტის მე-6 საკოორდინაციო შეხვედრას, რომელიც ონლაინ ფორმატში გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს პროექტის მიმდინარე აქტივობები და სამომავლო გეგმები. მთავარსაკითხებს შორის იყო სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავებას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2025 წლის აქტივობებს, რომელიც ძირითადადფოკუსირებული იქნება დუალური განათლების პილოტირებაზე ქართულ უნივერსიტეტებში.პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სპეციფიკური მოდელების დანერგვა, სასწავლო მასალებისშექმნა და კომპანიებთან თანამშრომლობის ხელშეკრულებების გაფორმება.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარტნიორი ორგანიზაციები სერბეთიდან, ავსტრიდან, გერმანიიდანდა საქართველოდან, მათ შორის უნივერსიტეტები, სახელმწიფო უწყებები და კერძო კომპანიები.განხილულ იქნა ასევე ფინანსური ანგარიშგების საკითხები და პროექტის დისემინაციასთანდაკავშირებული აქტივობები.

DUGEOR პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში დუალური უმაღლესი განათლების დანერგვისადა განვითარების ხელშეწყობას.