სიახლეები უკან

Erasmus+ პროექტ DUGEOR-ის სამუშაო შეხვედრა

5 მარტი 2026

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელიდა პროექტის ინსტიტუციონალური კოორდინატორი გიორგი გაბედავა მონაწილეობდა Erasmus+ პროგრამის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის – „Strengthening Capacities for the Implementation of Dual Education in the Higher Education System of Georgia (DUGEOR)” – ფარგლებშიგამართულ სამუშაო შეხვედრაში.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა 2026 წლის 4–5 მარტს თბილისში, საქართველოსსაზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), ჰიბრიდულ ფორმატში – ფიზიკური და ონლაინმონაწილეობის შესაძლებლობით.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს პროექტის სამუშაო პაკეტის (WP4) ფარგლებშიმიმდინარე აქტივობებზე, რომელიც გულისხმობს საქართველოში დუალური უმაღლესი განათლებისსისტემის დანერგვისთვის სამართლებრივი და სტრატეგიული ჩარჩოს შექმნას. შეხვედრაზეგანხილულ იქნა აღნიშნული მიმართულებით მიღწეული პროგრესი, ასევე დუალური განათლებისგანხორციელებისთვის საჭირო სამართლებრივი ჩარჩოს განვითარება და აკრედიტაციისკრიტერიუმებში შესატანი ცვლილებები.

გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებმა იმუშავეს დოკუმენტზე – რეკომენდაციები საქართველოსუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დუალური უმაღლესი განათლებისდანერგვის შესახებ, რომელიც პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შედეგს წარმოადგენს.

აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანია საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში დუალურიგანათლების მოდელის ეფექტიანი დანერგვისთვის და ხელს უწყობს საერთაშორისო გამოცდილებისგაზიარებასა და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს Erasmus+ საერთაშორისო პროექტებშიდა განაგრძობს მუშაობას უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარებისა და ევროპულსაგანმანათლებლო სივრცესთან ინტეგრაციის მიმართულებით.