სიახლეები უკან

ფორუმი დუალური უმაღლესი განათლების (DHE) დანერგვის რეკომენდაციებზე

16 იანვარი 2026

2026 წლის 14–15 იანვარს, გაიმართა ფორუმი თემაზე – „რეკომენდაციები საქართველოს უმაღლესსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დუალური უმაღლესი განათლების (DHE) დანერგვის შესახებ“.

ფორუმი ჩატარდა DUGEOR პროექტის ფარგლებში და მიზნად ისახავდა საქართველოში დუალურიუმაღლესი განათლების სამართლებრივი, სტრატეგიული და ინსტიტუციური დანერგვის საკითხებისგანხილვას. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პროექტის მმართველი კომიტეტის წევრები,საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ასევეგანათლების სფეროს ექსპერტები.

პირველი დღის ფარგლებში გაიმართა გახსნის ცერემონია და მმართველი კომიტეტის შეხვედრები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამუშაო პაკეტს 4 (Work Package 4) – „დუალური უმაღლესიგანათლების დანერგვის სამართლებრივი და სტრატეგიული ჩარჩოს შექმნას“, რომელიც წარადგინაპროფ. დოქტორმა მარიანა მლადენოვმა (UBANS) . გაიმართა აქტიური დისკუსია მონაწილეთაჩართულობით. 

მეორე დღეს წარმოდგენილი იყო თემები: დუალური უმაღლესი განათლების შესავალი (DI. Hagen H. Hochrinner, FHJ); რეკომენდაციები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის DHE-ისდანერგვის შესახებ (Ursula Göz, DHBW); უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები(MoESG); აკრედიტაციის კრიტერიუმებში ცვლილებები (NCEQE) .

შეხვედრას ესწრებოდა ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისსამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი გაბედავა, რომელმაც მონაწილეობა მიიღოსამუშაო შეხვედრებსა და დისკუსიებში. ფორუმში ჩართულობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ბნუ-საქტიური პოზიცია დუალური განათლების განვითარების, საერთაშორისო გამოცდილებისგაზიარებისა და ეროვნული რეგულაციური ჩარჩოს სრულყოფის პროცესში.

შეხვედრას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსიტუტი (GIPA) მასპინძობდა.