IAMU-ს 24-ე გენერალური ასამბლეა
2024 წლის 9-12 ოქტომბერს, ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი გიორგი გაბედავა, რექტორის თანაშემწე - ლევან გვარიშვილი და რექტორის აპარატის სპეციალისტი - ემზარ გვარიშვილი, მონაწილეობდნენ საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის (IAMU) 24-ე ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში.
წელს ასამბლეას მასაჩუსეტსის საზღვაო აკადემიამ აშშ-ში, ქალაქ ბოსტონში უმასპინძლა.
ასამბლეის ფარგლებში, გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “Protecting Our Mariners – Promoting Our Industry – Providing for the Future”, ასევე, პლენარული სესია და რექტორთა ფორუმი.
ღონისძიებას მსოფლიოს 75 წამყვანი საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი 300 დელეგატი ესწრებოდა.
