სიახლეები უკან

მესამე საერთაშორისო სკოლა

27 იანვარი 2025

2025 წლის 24-26 იანვარს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისსამსახურის ხელმძღვანელი - პროფესორი გიორგი გაბედავა I2Q პროექტის ფარგლებში, საქართველოშიუმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, მესამე საერთაშორისო სკოლაში(3rd International Excellence School) მონაწილეობდა. Excellence School-ის ძირითად თემატიკას წარმოადგენდა - „ინტელექტუალური საკუთრება უმაღლეს განათლებაში".

სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარღვამიჩავამ გახსნა და მან აღნიშნა, რომ I2Q პროექტის უმაღლესი განათლების კომპონენტი, რომელიცინტერნაციონალიზაციის გაძლიერებისაკენ მიმართულ ღონისძიებებს ითვალისწინებს, სამინისტროსთვისმნიშვნელოვანია.

სტუმრებს ასევე მიესალმნენ „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტის" – საქართველო I2Q (WB) აღმასრულებელი დირექტორი თამარ სანიკიძე, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულიცენტრის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი,პროფესორი შალვა კირთაძე და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) პროფესორი ტატიანაფუმასოლი.

საერთაშორისო Excellence School-ში მონაწილეობდა 30 ახალგაზრდა მეცნიერი და მკვლევარი.

მესამე საერთაშორისო Excellence School-ის ღონისძიება ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის(საკონსულტაციო კომპანია Savvy Business Ltd-სთან პარტნიორობით) ორგანიზებით ქუთაისის საერთაშორისოუნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი მასპინძლობითგაიმართა.