სიახლეები უკან

ნოვი სადის ბიზნეს აკადემიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ბნუ-ში

23 მაისი 2026

2026 წლის 18–22 მაისს ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტმა Erasmus+ საერთაშორისოკრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში უმასპინძლა ნოვი სადის ბიზნეს აკადემიისუნივერსიტეტის (სერბეთი) წარმომადგენლებს: საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებშივიცე-რექტორს პროფესორ მარიანა მლადენოვს და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისისხელმძღვანელს პროფესორ მილენა გალეტინს.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტისადმინისტრაციის ხელმძღვანელთან-კანცლერთან ლალი ხვედელიძესთან და საერთაშორისოურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელთან პროფესორ გიორგი გაბედავასთან. შეხვედრაზეგანხილულ იქნა ორ უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის შედეგები, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული მობილობები, თანამშრომლობის გაღრმავებისპერსპექტივები, ასევე სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითიპროგრამების გაფართოების შესაძლებლობები.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ერთობლივი კვლევითი პროექტების,საერთაშორისო კონფერენციების, აკადემიური ღონისძიებებისა და სამომავლო საგანმანათლებლოინიციატივების განხორციელების შესაძლებლობებს. შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვესსაერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებისა დასტუდენტებისთვის საერთაშორისო გამოცდილების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისმიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცნენ ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის ისტორიას, მისიგანვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს, საგანმანათლებლო პროგრამებსა და საერთაშორისოპარტნიორულ ქსელს. მათ დაათვალიერეს უნივერსიტეტის სასწავლო ინფრასტრუქტურა, მათ შორისთანამედროვე სასწავლო აუდიტორიები, სპეციალიზებული ლაბორატორიები და საზღვაოსიმულატორული ცენტრები, სადაც მიიღეს დეტალური ინფორმაცია სტუდენტების პრაქტიკულ დაპროფესიულ მომზადებასთან დაკავშირებული პროცესების შესახებ. 

სტუმრებისთვის ასევე მოეწყო კულტურულ-შემეცნებითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მათშესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ბათუმის კულტურულ და ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს,რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოსა და სერბეთს შორის აკადემიური და კულტურულიკავშირების გაძლიერებას.

ვიზიტი დასრულდა თანამშრომლობის სამომავლო გეგმების განხილვითა და პარტნიორულიურთიერთობების შემდგომი განვითარების მზაობის დადასტურებით. მხარეებმა გამოთქვესსურვილი, რომ უახლოეს წლებში კიდევ უფრო გააქტიურდეს ერთობლივი საქმიანობა Erasmus+ პროგრამისა და სხვა საერთაშორისო ინიციატივების ფარგლებში.