სიახლეები უკან

საერთაშორისო კონფერენცია

29 ნოემბერი 2024

2024 წლის 28 ნოემბერს, ხერსონის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა თემაზე "საზღვაო ინდუსტრიის მდგრადიგანვითარების პრობლემები".

კონფერენციაში მონაწილეობდნენ წამყვანი საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებები უკრაინიდან, საქართველოდან, ლიტვიდან, აზერბაიჯანიდან, კვიპროსიდან და სხვა.

მისასალმებელ სიტყვაში ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი გაბედავამ, ხაზი გაუსვა მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას საზღვაო სექტორის განვითარებისთვის.

"ამ კონფერენციაზე თავს იყრის გამოცდილება უკრაინიდან, ლიტვიდან, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, კვიპროსიდან, რაც საშუალებას გვაძლევს გავაერთიანოთ ძალისხმევა ისეთი კრიტიკული საკითხების გადასაჭრელად, როგორიცაა ინოვაციური ტექნოლოგიები საზღვაო ტრანსპორტში, გარემოს დაცვა, საზღვაო განათლების განვითარება და ადამიანური ფაქტორების მართვა", - აღნიშნა მან.

კონფერენციის ფარგლებში განხილულ იქნა ცხრა სპეციალიზებული სექცია, რომლებიც მოიცავდა საზღვაო ტრანსპორტის ავტომატიზაციას, ინტელექტუალურ სისტემებს, გადაწყვეტილების მიღების მხარდამჭერ სისტემებს, სიცოცხლის უსაფრთხოებას და საზღვაო ეკოლოგიას, საზღვაო ტრანსპორტის ეკონომიკას, ადამიანურ რესურსებს და რისკების მენეჯმენტს.

ღონისძიება  ონლაინ ფორმატში ჩატარდა და მოიცავდა პლენარულ სხდომას და თემატურ სექციებში მუშაობას. სამეცნიერო კომიტეტში წარმოდგენილი იყვნენ მაღალი რანგის მეცნიერები მონაწილე ქვეყნებიდან.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი საერთაშორისო კონფერენციები მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზღვაო განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარებასა და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში.