სიახლეები უკან

საერთაშორისო კონფერენციაზე

5 დეკემბერი 2024

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურისხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი გიორგი გაბედავა 2024 წლის 5 დეკემბერს ბრიუსელშიგამართულ TOURing პროექტის დასკვნით კონფერენციას დაესწრო. კონფერენცია ევროკავშირისმიერ თანადაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ტურიზმის სექტორში მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციის უახლესიტენდენციები, განსაკუთრებული აქცენტით უნარების განვითარების მნიშვნელობაზე.კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ევროკავშირის უახლესი ტურიზმის პოლიტიკა, სექტორისტრანსფორმაციის გზამკვლევის სტატუსი, რეგიონული უნარების პარტნიორობის ინიციატივები დატურიზმის სექტორის მცირე და საშუალო საწარმოების კვალიფიკაციის ამაღლების სტრატეგიები.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ტურიზმისა და განათლების სექტორის წარმომადგენლები,პოლიტიკის შემქმნელები და პრაქტიკოსები. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ორიმნიშვნელოვანი პანელური დისკუსია რეგიონული უნარების პარტნიორობისა და ტურიზმის სექტორისმცირე და საშუალო საწარმოების კვალიფიკაციის ამაღლების თემებზე.

კონფერენცია ევროკომისიის შიდა ბაზრის, მრეწველობის, მეწარმეობისა და მცირე და საშუალოსაწარმოების გენერალური დირექტორატის (DG GROW) ოფისში გაიმართა.