სიახლეები უკან

საერთაშორისო პროექტი - Blue Ports

11 ივლისი 2024
11 ივლისს, ბნსუ-ს რექტორის მოადგილე აკადემიური მიმართულებით, ელიდა ხვედელიძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი გაბედავა საერთაშორისო პროექტის - Blue Port ბენეფიციარი ქვეყნების წარმომადგენელთა მეორე შეხვედრას დაესწრნენ.   აღნიშნული პროექტი, 2023 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს და ნავსადგურების სამომავლო „გამწვანებას“ ითვალისწინებს. საზღვაო ინდუსტრიაში არსებული და საჭიროებების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების გაანალიზების საფუძველზე, პროექტი იზრუნებს სანავსადგურე სექტორში დასაქმებული პერსონალის „მწვანე უნარების“ განვითარებაზე. ტრენერებისა და მსმენელებისთვის შემუშავდება თანამედროვე, სრულიად ციფრული საგანმანათლებლო მასალა და სერტიფიცირების სქემა, რაც ხელს შეუწყობს „მწვანე“, მენეჯერული და პროექტების მართვის უნარების განვითარებას საზღვაო ინდუსტრიის მოთხოვნების შესაბამისად.   შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს ინოვაციური საგანმანათლებლო მასალების, მოდულების, ციფრული, მწვანე, მენეჯერული და პროექტების მართვის უნარების გაუმჯობესების საკითხები, სერთიფიცირების, ტესტირება/გამოცდის და შეფასების სქემები.   პროექტი ევროკომისიის მხარდაჭერით და დაფინანსებით ხორციელდება და მასში საქართველოსთან ერთად იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი მონაწილეობს.   შეხვედრას საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ უმასპინძლა.