სიახლეები უკან

შეხვედრა პირველკურსელებთან ბნუ-ს ინტერნაციონალიზაციისა და სტუდენტთა შესაძლებლობების შესახებ

22 სექტემბერი 2025

2025 წლის 22 სექტემბერს, სტუდენტთა სოციალიზაციის გეგმის ფარგლებში, ბნუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი გაბედავამ პირველკურსელებთან შეხვედრა ჩაატარა.

შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის, საერთაშორისო პარტნიორობისა და მათთვის ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ.

პროფესორმა გაბედავამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა Erasmus+-ის გაცვლით პროგრამებზე, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს განათლება მიიღონ უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში, განივითარონ აკადემიური უნარები, გაეცნონ მრავალფეროვან კულტურულ გარემოს და მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება. ასევე, განიხილა ბნუ-ს თანამშრომლობა აზიისა და ევროპის საზღვაო და ლოგისტიკის უნივერსიტეტებთან, რაც ქმნის ფართო შესაძლებლობებს როგორც სასწავლო, ისე სამეცნიერო თანამშრომლობისთვის.

შეხვედრისას პროფესორმა აღნიშნა, რომ ბნუ-ს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საერთაშორისო სივრცეში სტუდენტების პროფესიული და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა. მან პირველკურსელებს მოუწოდა ისარგებლონ უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული პროგრამებით, ჩაერთონ საერთაშორისო პროექტებსა და სამეცნიერო აქტივობებში, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას გლობალურ შრომის ბაზარზე.

ბნუ მომავალშიც გააგრძელებს სტუდენტთა სოციალიზაციის მხარდამჭერ ღონისძიებებს, რაც მიზნად ისახავს ახალგაზრდების მაქსიმალურ ჩართვას უნივერსიტეტის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და საერთაშორისო საქმიანობაში.