სიახლეები უკან

სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი ბნუ-ში

24 ივლისი 2026

2026 წლის 20–24 ივლისს ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტმა ERASMUS+ პროგრამის ფარგლებშიუმასპინძლა პარტნიორი სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის (Istanbul Technical University, თურქეთი) წარმომადგენლებს.

ვიზიტის ფარგლებში ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტს სტუმრობდნენ ფირათ ბოლათი – სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის საზღვაო ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, ჰატიჯეიფექბაირაქი – საერთაშორისო და გლობალური გაცვლითი პროგრამების ოფისის წარმომადგენელი, და ალი ჯუმჰურ იფექბაირაქი – სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტის წარმომადგენელი.

ვიზიტის განმავლობაში სტუმრები გაეცნენ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტისსაგანმანათლებლო პროგრამებს, სასწავლო და კვლევით ინფრასტრუქტურას, სასწავლო-საწვრთნელბაზასა და საერთაშორისო საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. გაიმართა სამუშაო შეხვედრებიუნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან, სადაცგანხილულ იქნა მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგები, მიმდინარე ერთობლივი აქტივობებიდა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. 

შეხვედრების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ERASMUS+ პროგრამის ფარგლებშითანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, სტუდენტებისა და პერსონალის მობილობისშესაძლებლობების გაფართოებას, ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტებისგანხორციელებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ახალი ინიციატივების დაგეგმვას.

სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის მრავალწლიანიპარტნიორი უნივერსიტეტია. ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასშორის ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში უკვე მრავალი წელია წარმატებით ხორციელდებასტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამები, რაცმნიშვნელოვნად უწყობს ხელს უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციას, საერთაშორისოგამოცდილების გაზიარებასა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.