ვებინარი „AI and Sustainability“
2026 წლის 27 იანვარს, The Nautical Institute-ის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო ვებინარითემაზე „AI and Sustainability“, რომელსაც ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის აკადემიური დამოწვეული პერსონალი დაესწრო.
ვებინარის ფარგლებში განხილულ იქნა ხელოვნური ინტელექტის (AI) მზარდი როლი საზღვაოსექტორში და მისი გავლენა მდგრად განვითარებაზე, განათლებაზე და პროფესიულ საქმიანობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კითხვებს:
- რას ნიშნავს AI-ის ინტეგრაცია საზღვაო განათლებისთვის;
- როგორ იცვლება სამუშაო გარემო და პროფესიული კომპეტენციები თანამედროვე საზღვაოინდუსტრიაში;
- რა ახალი მოთხოვნები ყალიბდება მომავლის საზღვაო პროფესიების მიმართ.
ვებინარის მიზანი იყო მონაწილეებისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრაქტიკული დასტრატეგიული ასპექტების წარმოჩენა, მათ შორის:
- AI-ის როლი საზღვაო განათლებასა და პროფესიულ მომზადებაში;
- პროფესიული უნარებისა და ტრანსვერსალური კომპეტენციების განვითარება;
- მომავლის საზღვაო პროფესიების ფორმირება და ადაპტაცია ტექნოლოგიურ ცვლილებებთან.
ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტისთვის მსგავსი საერთაშორისო ინიციატივებში მონაწილეობაწარმოადგენს მნიშვნელოვანი ნაბიჯს საგანმანათლებლო პროცესის თანამედროვე გამოწვევებთანშესაბამისობაში მოყვანისა და აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარებისმიმართულებით.
