ვებინარი „Bridging the Gap: From Seafarer to Shore Leadership“
2026 წლის 25 მარტს გაიმართა საერთაშორისო ვებინარი თემაზე „Bridging the Gap: From Seafarer to Shore Leadership“, რომელიც ორგანიზებული იყო MLA College-ის მიერ და მასპინძლობდა The Nautical Institute. ვებინარი შეეხებოდა საზღვაო სფეროში მნიშვნელოვან საკითხს – მეზღვაურების კარიერულტრანზიციას ზღვის სამსახურისგან სანაპიროზე არსებულ ლიდერულ და მენეჯერულ პოზიციებზეგადასვლის მიმართულებით.
ვებინარს ესწრებოდნენ ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის დარგობრივი სასწავლოკომპონენტების განმახორციელებლები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს უნივერსიტეტისაკადემიური პერსონალის ჩართულობას თანამედროვე საერთაშორისო პროფესიული განვითარების პროგრამებში.
ვებინარის ფარგლებში განხილული იქნა:
- მეზღვაურთა კარიერული განვითარების თანამედროვე ტენდენციები;
- ლიდერული და მენეჯერული უნარების მნიშვნელობა საზღვაო სფეროში;
- უწყვეტი პროფესიული განვითარების (CPD) აუცილებლობა;
- პრაქტიკული რეკომენდაციები ზღვის გამოცდილების ეფექტიანად გამოყენებისთვის სანაპიროპოზიციებზე გადასვლისას.
ვებინარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო როგორც მოქმედი მეზღვაურებისთვის, ასევე იმპროფესიონალებისთვის, რომლებიც გეგმავენ კარიერულ განვითარებას და ახალ შესაძლებლობებზეგადასვლას.
