სიახლეები უკან

ვებინარი „GNSS Disruption“

13 ნოემბერი 2025

2025 წლის 13 ნოემბერს ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის აკადემიურმა და მოწვეულმაპერსონალმა მონაწილეობა მიიღო ვებინარში „GNSS Disruption Webinar“.

ვებინარი ორგანიზებული იყო The Nautical Institute-ის მიერ და მიეძღვნა გლობალური სანავიგაციოსატელიტური სისტემების (GNSS) მუშაობის შეფერხებებთან დაკავშირებულ თანამედროვეგამოწვევებს.

ვებინარის ფარგლებში განიხილებოდა საკითხები, რომლებიც ეხება სიტუაციებს, როცა გემისმდებარეობის განსაზღვრა შეუძლებელი ხდება — მაგალითად, როდესაც პოზიცია აღარ ჩანს ECDIS-ზე ან ეკრანზე შეუძლებელი კოორდინატები გამოჩნდება. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია GPS, Galileo, GLONASS და BeiDou სისტემების მუშაობის შესაძლო დარღვევებზე, მათი გავლენისსაფრთხეებზე და სანავიგაციო უსაფრთხოების კუთხით გამოწვეულ რისკებზე.

ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რომ GNSS-ის შეფერხებები სულ უფრო ხშირი ხდება დასერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც ნავიგაციის უსაფრთხოებას, ასევე გლობალური ვაჭრობისშეუფერხებელ პროცესს.