ვებინარი: The Impact of Technology on Seafarers
2026 წლის 31 მარტს ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის აკადემიურმა და მოწვეულმა პერსონალმამონაწილეობა მიიღო ვებინარში – „The Impact of Technology on Seafarers“.
ვებინარის ფარგლებში განხილულ იქნა საზღვაო ინდუსტრიის სწრაფი ტრანსფორმაცია, რომელიცგანპირობებულია გემების კავშირიანობის ზრდით, დიგიტალიზაციით, ხელოვნური ინტელექტისგანვითარებითა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით. აღნიშნული პროცესებიმნიშვნელოვნად ცვლის საზღვაო ოპერაციებს, თუმცა ერთ-ერთ მთავარ საკითხად რჩება – როგორაისახება ეს ცვლილებები თავად მეზღვაურებზე.
ვებინარის ფარგლებში ინდუსტრიის წამყვანმა ექსპერტებმა განიხილეს შემდეგი საკითხები:
- ტექნოლოგიური განვითარების გავლენა მეზღვაურების სამუშაო გარემოზე;
- გემების ოპერირების ახალი მოდელები და ავტომატიზაცია;
- თანამედროვე მეზღვაურებისთვის საჭირო უნარები და კომპეტენციები;
- მეზღვაურთა კეთილდღეობა და უსაფრთხოება ტექნოლოგიური ცვლილებების პირობებში;
- „ადამიანზე ორიენტირებული“ მიდგომის მნიშვნელობა საზღვაო ტრანსფორმაციის პროცესში.
ვებინარი ორგანიზებული იყო The Nautical Institute-ის მიერ.
