სიახლეები უკან

ვებინარი „Voyage Planning for Success “

18 ივნისი 2026

2026 წლის 18 ივნისს ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალიდაესწრო The Nautical Institute-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ვებინარს – „Voyage Planning for Success “.

ვებინარი მიეძღვნა უსაფრთხო ნავიგაციისა და ეფექტური Bridge Resource Management (BRM)-ისერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს – რეისის დაგეგმვას (Voyage Planning). ღონისძიებისფარგლებში მომხსენებლებმა განიხილეს BRM-ის ტექნიკური ასპექტები და ის ძირითადიპრინციპები, რომლებიც განსაზღვრავს ხარისხიანად მომზადებულ რეისის გეგმას.

ასევე, ყურადღება გამახვილდა იმ რესურსებსა და მიდგომებზე, რომლებიც აუცილებელია რეისისგეგმის შემუშავების, ეკიპაჟის წევრებს შორის ინფორმაციის გაზიარებისა და ერთიანი ხედვისჩამოყალიბებისთვის, რაც თითოეული რეისის უსაფრთხო და წარმატებულ დასრულებასუზრუნველყოფს.

აღნიშნულმა ვებინარმა მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა გაცნობოდნენ თანამედროვეპრაქტიკებსა და საერთაშორისო გამოცდილებას უსაფრთხო ნავიგაციისა და BRM-ის მიმართულებით, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა საზღვაო განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და პროფესიულიკომპეტენციების განვითარებისათვის.