ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
იმისათვის, რომ მაგისტრანტობის მსურველმა ჩააბაროს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში წარმატებით უნდა გაიაროს სამი საგამოცდო ეტაპი:
- საერთო სამაგისტო გამოცდა;
- ჩააბაროს საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში ან წარმოადგინოს B2 დონის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი;
- გასაუბრება/გამოცდა სპეციალობაში.
სამაგისტრო პროგრამა: სატრანსპორტო ლოგისტიკა
- მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი და კვალიფიკაცია: სატრანსპორტო ლოგისტიკის მაგისტრი
- პროგრამის მოცულობა: ________________________________________ 120 კრედიტი (ECTS)
- პროგრამის საფასური: ________________________________________ 2990 ლარი
- პროგრამის სტატუსი: ________________________________________ აკრედიტირებული
